ნინო წიკლაურმა ოლიმპიურ თამაშებზე სლალომში 42-ე შედეგი დააფიქსირა

09 თებერვალი 2022, 12:11 830 ნახვა

ქართველმა სამთო მოთხილამურემ ნინო წიკლაურმა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე  სლალომში იასპარეზა და 42-ე შედეგი დააფიქსირა.

ნინომ პირველ დაშვებაზე ტრასა 1:00.11 წუთში დაფარა და 47-ე ადგილი დაიკავა.

ქართველმა მეორე დაშვებას  1:00.37 წუთი მოანდომა და 42-ე პოზიციას დაჯერდა. წიკლაური ჯამური 2:00.48 წუთით 89 სპორტსმენს შორის  42-ე საფეხურზე გავიდა.

ნინომ რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომში 82 მონაწილეს შორის 34-ე ადგილი დაიკავა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 
28 წლის წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშები იყო.
ოლიმპიურ თამაშებზე 13 თებერვალს  

კიდევ ერთ ქართველ სამთო მოთხილამურეს ვიხილავთ  სოსო ჯაფარიძე გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 16-ში კი სლალომში გამოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი