ბათუმის ''დინამომ'' განელი მცველი დაიმატა

08 თებერვალი 2022, 21:07 1191 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს.

ბათუმურ კლუბს 28 წლის ცენტრალური მცველი აბრაჰამ ფრიმპონგი შემოუერთდება. ინფორმაციას ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური ავრცელებს.

28 წლის განელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს სერბულ ''ნაპრედაკში'' და ''ცრვენა ზვეზდაში'' ასპარეზობდა. შემდეგ კი უნგრეთში წავიდა, სადაც ''ფერენცვაროშის'' რიგებში თამაშობდა.

აბრაჰამის ბოლო კლუბი კი საუდის არაბეთის ''ალ-აინი'' იყო. განელი მცველი სამენეჯერო საიტ ტრანსფერმარკეტის მიერ 500 000 ევროდ არის შეფასებული.

''დინამო'' ბათუმმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ირაკლი ბიძინაშვილი, მილან რადინი, სტეფან დენკოვიჩი, გიორგი ბეგაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე და ლუკა ქაფიანიძე დაიმატა.

მზადების პროცესში ბათუმელთა შემადგენლობაში ვარჯიშობს ჯანო ანანიძეც, თუმცა კლუბს ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში