ბათუმის "დინამო" ყაზანის "რუბინს" ფრედ ეთამაშა

08 თებერვალი 2022, 14:41 1321 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

გია გეგუჩაძის გუნდი ყაზანის "რუბინის" დაუპირისპირდა და ფრედ 2-2 ითამაშა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში 59-ე წუთზე რუსების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ჯაბა ჯიღაურმა მოახერხა.

5 წუთში უკვე პენალტი საპირისპირო მხარეს დაინიშნა და გერმან ონიგამ ანგარიში გაათანაბრა.

67-ე წუთზე კირილ კლიმოვმა ყაზანელების წინ გაიყვანა მოახერხა, თუმცა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 88-ე წუათზე ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა და მატჩში დუბლი შეასრულა.

მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ შეხვედრას ბათუმის "დინამო" 11 თებერვალს უკრაინულ ლვოვის "ლვივთან" გამართავს.

გია გეგუჩაძის გუნდმა თურქულ შეკრებაზე პოლონური პოზნანის "ლეხი" 2-1 დაამარცხა, შემდეგ ასევე პოლონურ "რაკოვს" ფრედ 3-3 ეთამაშა, ხოლო ბელგრადის "პარტიზანთან" 1-3 დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი