სეზონის პირველი ფრე. პირველ საშინაო თამაშში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას ანგარიშით 25-25 დაზავდა. ქართველთაგან ლელოები გაიტანეს ტაბუცაძემ, ქერდიყოშვილმა და ჯალაღონიამ. დანარჩენი ათი ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.
წინ სეზონის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ბორჯღალოსნების 250-ე თამაშია, რომელშიც რუსეთს დაუპირისპირდებიან, მანამდე კი მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ნიდერლანდებში გამართავენ.