საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს,რეზოლუციის პროექტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, არც ერთმა საპარლამენტო ჯგუფმა ხელი არ მოაწერა. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არც ერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.
მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია ყოვლისმომცველია და მასში თეთრი ლაქები არ არის.