ოპოზიცია დღესაც ერთიანია, ეს ერთი ოპოზიციაა - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი იდეოლოგიით, სახეებითა და მიზნებით - შალვა პაპუაშვილი

10 თებერვალი 2025, 15:54 80 ნახვა

ოპოზიცია დღესაც ერთიანია, ხედავთ მათ ერთ მაგიდასთან და მათთან არაერთიანობა არ არსებობს - ეს მხოლოდ პიარის საკითხია ერთ ორგანიზაციად გამოჩნდებიან თუ სხვადასხვა ორგანიზაციად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ტაქტიკური სვლაა” და სინამდვილეში მათ არანაირი განსხვავება არ აქვთ.

„ოპოზიცია დღესაც ერთიანია, ხედავთ მათ ერთ მაგიდასთან და მათთან არაერთიანობა არ არსებობს. ეს არის მხოლოდ თვალის ასახვევი ტაქტიკები ხოლმე, რომ ამა თუ იმ საარჩევნო მარათონში, თუ გარე ვიზუალურ წარმოდგენაში, როგორც აწყობთ, ტაქტიკიდან გამომდინარე ისე იქცევიან - გამოჩნდნენ როგორც ერთი, თუ სხვადასხვა სტრუქტურა. ეს მხოლოდ პიარის საკითხია, ერთ ორგანიზაციად გამოჩნდნენ ხოლმე თუ სხვადასხვა ორგანიზაციად. სხვა არაფერი სხვაობა არ არის. ეს ერთი ოპოზიციაა - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი იდეოლოგიით, სახეებით და მიზნებით - რაც აქვთ, არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში