ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ, მის ამ განცხადებას შვედეთიდან არავინ გამიჯვნია - შალვა პაპუაშვილი

11 თებერვალი 2025, 11:13 132 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი პროტესტების გაფართოებაზე საუბრობს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ და მის ამ განცხადებას შვედეთიდან არავინ გამიჯვნია.

ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება.

შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას შვედეთიდან არავინ გამიჯვნია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში