მსოფლიო მთავრობათა სამიტი

11 თებერვალი 2025, 12:08 94 ნახვა

დუბაის მსოფლიო მთავრობათა სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. სესიას საქართველოს  საგარეო და იუსტიციის  მინისტრები დაესრწნენ. სიტყვით დღესვე გამოვა ირაკლი კობახიძე.  

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეიდან 13 თებერვლის ჩათვლით 80 საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იმსჯელებს იმ ეკონომიკურ ალიანსებზე, რომლებზეც გლობალური ცვლილებები მოახდენს გავლენას.

მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. 

მსოფლიო მთავრობათა სამიტის 6 ათას სტუმარს შორის, არა ერთი ბიზნეს ჯგუფია, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ ახალ საინვესტიციო ბაზრებს.

ირაკლი კობახიძეს ბიზნეს წრეების გარდა შეხვედრები მთავრობების წარმომადგენლებთანაც ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში