საქართველოს პრემიერ მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობას მიიღებს

10 თებერვალი 2025, 19:57 138 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს 11 თებერვალს სიტყვით მიმართავს.
პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში