როგორ აისახება და რა შედეგი მოჰყვება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის ტემპზე, ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება, მანამდე კი იმუნიზაციის გასაძლიერებლად ერთ-ერთ იარაღად საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება რჩება. ამჯერად მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაქვში გაიმართა.
მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 50 წელს გადაცილებული პირი, ვინც კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიანს, ხოლო "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში, ერთჯერადად 100 ლარიან დანამატს მიიღებს.