სახელმწიფო ინსპექტორი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

01 თებერვალი 2022, 14:14 786 ნახვა

ერთი თვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამდე.  ვიდრე პარლამენტის გადაწყეტილება ძალაში შევა, მანამდე ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს.

ამჯერად ლონდა თოლორაია დიპლომატებს ხვდება და   უწყების  ბოლო 2 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

ლონდა თოლორაია სტუმრებს ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ესაუბრა, რაც მისი განცხადებით, მათ შორის გამოიხატებოდა ადამიანური რესურსების და თანამშრომლობის ნაკლებობაში. მისივე  თქმით, რეფორმა, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა, მისი სახლში წასვლის მიზანს ემსახურებოდა და არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში