კორონავირუსის 125 000 აქტიური შემთხვევა და გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა, პაციენტები ექიმებს ვერ უკავშირდებიან, სიმპტომების მქონეები კი ტესტების რიგში საათობით დგანან. მას შემდეგ, რაც ონლაინ-კონსულტაციის ფუნქცია ოჯახის ექიმების დაემატათ, მათ არაკოვიდპაციენტებთან ერთად ახლა ათობით კოვიდპაციენტი ჰყავთ და აცხადებენ, რომ ყველანაირ რესურსს აქვს ზღვარი, ჯანდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ სისტემა პირველი თებერვლიდან განიტვირთება.