ბათუმის მეცამეტე ბაღი ავარიულია. აღსაზრდელები სხვა ბაღში გადაანაწილეს. თავის დროზე მშენებლობისთვის დახარჯული თანხები გააპროტესტა ოპოზიციამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, შენობისთვის 900 ათას ლარამდეა დახარჯული,თუმცა ხუთი წლისსკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება საფრთხის ქვეშაა.
ბათუმის ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ უსაფრთხოების მიზნით სააღმზრდელო პროცესი შენობაში ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, შენობის მდგომარეობა კი სპეციალისტებმა შეამოწმეს.
ექსპერტიზის დასკვნის შედეგად უნდა გადაწყდეს რა ფორმით გაგრძელდება ბაღის ფუნქციონირება და ექვემდებარება თუ არა გამაგრებას.