ომიკრონი და მწვანე სტატუსის ახალი წესი

26 იანვარი 2022, 19:45 1354 ნახვა

კოვიდვითარება რთულდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასობით იზრდება, ამ ფონზე კი განიხილება მწვანე პასპორტის მიღების კიდევ უფრო გამარტივების გზა. ამჯერად მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე  ექიმთან კონსულტაციის  შემდეგ, რაც ჯანდაცვის ექსპერტების კრიტიკის საგანი გახდა მაშინ, როცა სპეციალისტების რეკომენდაცია პირიქით ამ წესების გამკაცრება იყო და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამ სტატუსს ახლა მხოლოდ ვაქცინირებულებს ანიჭებს. ეს თემა აქტუალური ამირან გამყრელიძის კომენტარის შემდეგ გახდა და ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.. ამის გარდა კვლავ პრობლემაა ექიმებისა და პაციენტების ერთმანეთთან დაკავშირება, თუმცა ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ სისტემა დატვირთვას უძლებს

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი