ქართული ენა თურქულ სკოლებში აღარ ისწავლება

10 იანვარი 2022, 20:06 2823 ნახვა

2 წელია თურქეთის სკოლებში ქართული ენა აღარ ისწავლება, იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის სწავლების კანონი ქვეყანაში არსებობს.

ჯერ-ჯერობით ქართულის შესწავლა 4 უნივერსიტეტშია შესაძლებელი, მათ შორის ყარსში.

თურქეთში მცხოვრები ქართველები ქართულ ენას ასეულობით წლებია უფრთხილდებიან, თუმცა რთული სათქმელია რამდენად შეინახავს მას ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მშობლიური ენის არჩევის საშუალება სკოლაში არ ეძლევა.

წინაპართა ისტორიის გასაცნობად, თურქეთში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველებმა წინაპართა ისტორია ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნეს, რადგან ახალგაზრდების უმეტესობამ ქართული წერა-კითხვა არ იცის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში