ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდის პირველი სესია ამ წუთებში დასრულდა. პირველი გამოცდა ტრადიციულად ქართულ ენასა და ლიტერატურაშია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველ სესიაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%, დაფიქსირდა დაგვიანების ერთი შემთხვევა, მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14 საათზე დაიწყება.