ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევად არჩევნები ჩატარდება

16 ივლისი 2024, 14:18 2531 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევად არჩევნები ჩატარდება. აკადემიური საბჭო ამ წუთებში იკრიბება და უნდა განისაზღვროს მოვალეობის შემსრულებლის კრიტერიუმები და ვადები.

უმაღლესი სასწავლებლის წესდების  თანახმად მოვალეობის შემსრულებელი  მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით ინიშნება.  საბჭო 11 წევრისგან შედგება და კანდიდატს ასარჩევად სიითი შემადგენლობის  უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

რექტორის არჩევნები 19 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა რადგანაც რექტორობის მსურველი არ დარეგისტრირებულა, ამიტომ აკადემიური საბჭო დროებით მოვალეობის შემსრულებელს არჩევს.  ბსუ-ს რექტორი აქამდე ორი ვადით მერაბ ხალვაში იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი