ინგლისურ ენაში გამოცდის მეორე სესია დაიწყო. უცხო ენებიდან აბიტურიენტების უმეტესობა სწორედ ინგლისურ ენას აბარებს.
პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. საგამოცდო პროცესი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს სურს წელს სტუდენტი გახდეს.
დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი, მათ შორის აჭარაში 4, 3 ბათუმში ერთი კი ხულოში. წელს აქ სტუდენტობის მსურველი 136 აბიტურიენტია რეგისტრირებული.