ერთიანი ეროვნული გამოცდები

03 ივლისი 2024, 14:15 766 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი გამოცდის მეორე სესია ამ წუთებში იწყება. პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. 

შეფასებისა და  გამოცდებში ეროვნული ცენტრის მონაცემებით პირველ სესიაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93 %, დაფიქსირდა დაგვიანების ერთი შემთხვევა, გამოცდების ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას.

საგამოცდო პროცესი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს სურს წელს სტუდენტი გახდეს.

დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი, მათ შორის აჭარაში 4, 3 ბათუმში ერთი კი ხულოში.

საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო ხულოში მოქმედ საგამოცდო ცენტრში. წელს აქ სტუდენტობის მსურველი 136 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში