საგამოცდო პროცესში დღეიდან მასწავლებლები ჩაერთვნენ. ამ წუთებში მიმდინარეობს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. სესიის ხანგრძლივობა 4 საათია. დავალებები 54 ქულით ფასდება. იმისთვის, რომ ზღვარი გადალახულად ჩაითვალოს, საჭიროა გამოსაცდელმა დაძლიოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი.
მომდევნო დღეებში ჩანიშნულია საგნის გამოცდებიც. პარალელურად ტარდება სტუდეტებისთვის საგნატო კონკურსიც, რომელიც საშუალებას აძლებს აპლიკანტს მიიღოს ან უკვე არსებული სახელმწიფო გრანტის ოდენობა გააუმჯობესოს.