დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში მაინც მაღალია.
''ბოლო ერთი თვის განმავლობაში არის ახალი შემთხვევების კლების პოზიტიური ტენდენცია. ნელი, მაგრამ კლებადი. მცირდება ყველა ის ინდიკატორი, რაც ეპიდვითარებასთან არის დაკავშირებული.
მხედველობაში მაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი, ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ჩამოცილდა 6% ზღვარს.
ერთადერთი, რაც ისევ ზემოთ წავიდა არის ყველაზე მძიმე - სიკვიდილიანობის ინდიკატორი, რომელიც მილიონ მოსახლეზე არის 17, რაც ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან მაჩვენებელზე'' - განაცხადა გამყრელიძემ.