პოლონეთის პრეზიდენტმა მედიასაშუალებების მფლობელების შესახებ სადავო კანონს ვეტო დაადო

28 დეკემბერი 2021, 12:59 1139 ნახვა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ ვეტო დაადო მედიასაშუალებების მფლობელების შესახებ სადავო კანონს. საკანონმდებლო ინიციატივა უკრძალავს კომპანიებს ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ კომპანიებს პოლონეთში მედიასაშუალებების ფლობას. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონი მიმართული იყო ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არსებული პოლონეთის მთავრობისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის წინააღმდეგ. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, აშშ-ში დაფუძნებულ ჯგუფ დისქავერს მოუწევდა გაეყიდა თავისი წილი ტელეკომპანია თი-ვი-ენ-24-ში. საკანონმდებლო ინიციატორების მტკიცებით, დოკუმენტის მიზანი იყო პოლონეთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლენის შეზღუდვა. მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აცხადებდა, რომ უცხოურ კორპორაციებს პოლონურ მედიაზე ზედმეტად დიდი გავლენა აქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი