დონალდ ტრამპი ამერიკული სწრაფი კვების კორპორაციის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ენდრიუ პუზდერს ევროკავშირში აშშ-ის ელჩად წარადგენს. ტრამპის თქმით, პუზდერი წარმატებული ადვოკატი, ბიზნესმენი, ეკონომიკური კომენტატორი და ავტორია. პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, დონალდ ტრამპმა იგი შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა, თუმცა ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდების გამო, მისი კანდიდატურა მოიხსნა. პუზდერი უარყოფდა ამ ბრალდებებს.