ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 5 კანდიდატს შორის მოუწევთ. ამჟამინდელი პრეზიდენტი, 70 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, მე-10 5 წლიანი ვადისთვის კვლავ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვია, თუმცა საპროტესტო აქციები დაარბიეს. დასავლეთის ქვეყნებმა – აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ ცნეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 1 250 პოლიტპატიმარი იმყოფება, რასაც ლუკაშენკო უარყოფს.