„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები რუსეთსა და აზერბაიჯანს გადაეცა

24 იანვარი 2025, 15:35 124 ნახვა

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფრული მონაცემები, ყაზახეთმა რუსეთსა და აზერბაიჯანს გადასცა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ისაუბრა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ავიაკატასტროფის გამოძიების კომისიის ხელმძღვანელმა.
კანატ ბოზუმბაევი აღნიშნავს, რომ გაშიფრული მონაცემები გენერალური პროკურატურის ეგიდით მოქმედი საგამოძიებო ჯგუფის ხელშია. მათზე ყველა ექსპერტი მუშაობს, რომელთა ასლებიც აქვს აზერბაიჯანულ და რუსულ მხარეს, რადგან დასამალი არაფერია.
ცნობისთვის, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში