გერმანიაში ავღანელი მიგრანტი დანით თავს დაესხა პარკში დამსვენებლებს

23 იანვარი 2025, 11:34 103 ნახვა

გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში 28 წლის ავღანელმა მიგრანტმა ორი ადამიანი მოკლა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქალაქში 150 ადამიანი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან დეპორტაციის პოლიტიკის გამკაცრებას  და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. ბავარიის  შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რომელიც თავდასხმის ადგილზე მივიდა, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს დეკემბერში ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ ფსიქიატრიული მკურნალობის კურსს გადიოდა. პოლიციის ინფორმაციით, პარკში მომხდარი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი და ორი წლის ბავშვი.  საპროტესტო  აქციის ორგანიზატორმა ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი 2015 წელს მიღებული „ღია კარის“ პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა, რამაც გამოიწვია დაახლოებით ერთი მილიონი ლტოლვილის ჩასვლა გერმანიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი