დონალდ ტრამპის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების 90 დღიანი შეჩერების შესახებ გაცემული განკარგულება, უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხება.
ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტრამპის ბრძანება არ არის კავშირში უკრაინისთვის იარაღის წარმოების კონტრაქტებთან.