საკონსტიტუციო კომისასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთ განმარტებას აკეთებენ. ეკა მიშველაძის თქმით, კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი შეუწყობს ხელს რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში საზოგადოების ფართო სპექტრი იყოს ჩართული.