საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის "საბურთალო" გახდა.
ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში "საბურთალომ" მინიმალური სხვაობით 1-0 წყალტუბოს "სამგურალი" დაამარცხა.
ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა.