კორექტირებული ბიუჯეტი

12 დეკემბერი 2016, 00:00 3077 ნახვა

ბათუმის მერიამ 2017 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ შენიშვნების თითქმის 80 პროცენტი გათვალისწინებულია. შემცირებულია ადმინისიტრაციული ხარჯები, ასევე გამოთავისუფლდა ბულვარისთვის განკუთვნილი  თანხა დაახლოებით 3 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც სხვა პროექტებისთვის გადანაწილდა. მიმდინარე ხარჯები მცირდება ხელვაჩაურშიც, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯები და ეს უკვე გათვალისწინებულია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.  დაახლოებით 10 პორცენტით იკლებს საკრებულოს და გამგეობის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი. გამგებლის მოადგილის განცხადებით, საკრებულოს შენიშვნების დიდი ნაწილი გაითვალისწინეს.

ამავე კატეგორიაში