დღეიდან გარკვეულ ობიექტებზე ''მწვანე პასპორტის'' გარეშე ვეღარ შეხვალთ, რესტორნებისთვის დაწესებული საათობრივი შეზღუდვა კი მოიხსნა 

01 დეკემბერი 2021, 10:09 2787 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გარკვეულ ობიექტებზე მწვანე პასპორტის გარეშე ვეღარ შეხვალთ. 

ასევე იხსნება რესტორნებისთვის დაწესებული საათობრივი შეზღუდვა, თუმცა კვების ობიექტებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი. ობიექტები აქამდე 23:00 საათამდე მუშაობდნენ.

მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ:

. რესტორნები, კაფეები, ბარები,  - ღია და დახურული სივრცეები;

. კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;

. სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;

. სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;

. სასტუმროები;

. სამთო კურორტების საბაგირო გზები.

მწვანე სტატუსი ენიჭებათ მოქალაქეებს, ვინც:

. აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით;

. წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს;

. გადაიტანა კოვიდინფექცია.

მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს. რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში „მწვანე პასპორტით“ სარგებლობისთვის მოქალაქეებმა აპლიკაცია CovidPass Georgia  უნდა გადმოწერონ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აპლიკაცია, სახელწოდებით Georgia e-Health, რომლის დანერგვის შესახებაც უწყება ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობდა, საქართველოს მოქალაქეებმა უცხო ქვეყანაში ვიზიტისას უნდა გამოიყენონ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი