ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ლევან შავაძის სახელობის ტურნირი დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის, 12 წონით კატეგორიაში ტარდება.
ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 300-მდე მოჭიდავე მონაწილეობს. შეჯიბრება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით წელს პირველად ტარდება.