საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. პირველი ტურის შეხვედრაში საქართველომ უკრაინის ნაკრები მიიღო და 5 ქულიანი სხვაობით 88-83 დაამარცხა.
პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და 28-24 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედი უკრაინელების მხარეს იყოს და წინ გასვლაც მოახერხეს. ბოლო დასკვნითი მეოთხედის წინ საქართველო 2 ქულიანი სხვაობით აგებდა თუმცა მატჩის ბოლო ათეული 24-17 მოიგეს და საბოლოო ანგარიში 88-83 დააფიქსირეს.
ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ, მის ანგარიშზე 16 ქულა, 13 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თად მაკფარლეინმა ჩააგდო. მაკფარლეინის ანგარიშზე 27 ჩაგდებული ქულა იყო.
კარგი მატჩი გამოუვიდა გიორგი შერმადინს. გიომ 23 ქულა, 4 მოხსნა და 9 გადაცემა მიითვალა. დღეს ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება.
ესპანეთის ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მეორე ტურში 29 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.