ქობულეთის ''შუქურა'' საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
ქობულეთში ''ჩელე არენაზე'' გამართულ მატჩში ''შუქურამ'' წყალტუბოს ''სამგურალი'' მიიღო და 2-3 დამარცხდა. უამინობისა და უხვი ნალექის ფონზე პირველი ნახევარი უინტერესო გამოვიდა და ფრედ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმში გუნდებმა შეტევებს მოუმატეს და გოლებიც გავიდა.
სოსო ფრუიძის გაწვრთნილი ''სამგრუალი'' ფინალში თავის მეტოქეს რამდენიმე საათში გაიგებს.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ''საბურთალო'' ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.