საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბორდოში საფრანგეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩი გამართა.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა საქართველომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ორი ლელო დაუდო და კარგი გამოცდილება მიიღო.
მატჩი ფრანგთა გამარჯვებით 41-15 დასრულდა.
შეხვედრის 23-ე წუთამდე ანგარიში 3-3 იყო. მე-14 და 23-ე წუთებზე ორი ქართველი მორაგბე აბჟანდაძე და საღინაძე 10-10 წუთის სინბინში გაუშვეს.
სწორედ რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა ფრანგებმა ამით ისარგებლეს და ტაიმი 24-3 მოიგეს.
მეორე ნახევარში საქართველომ ორი ლელო დადო . ჯერ 46 ზე ლობჟანიძემ, ხოლო შემდეგ 70-ზე აკაკი ტაბუცაძემ დადო ლელო.
ქართველებთან საჯარიმო დარტყმით ნინიაშვილმა და გარდასახვიდან აბჟანდაძემ მოიპოვეს.
საბოლოო ჯამში მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფმა საფრანგეთის ნაკრებმა მატჩი 41-15 მოიგო.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შემდეგი ტესტ-მატჩი 20 ნოემბერს ნეიტრალურ მოედანზე მადრიდში ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.