საქართველო-ინგლისის მატჩზე ბილეთების რეალიზაცია დაიწყო

13 ნოემბერი 2021, 15:41 1126 ნახვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 16 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ინგლისის 21-წლამდე ნაკრები იქნება.

საქართველო - ინგლისის მატჩის ბილეთების გაყიდვა 13 ნოემბერს, შაბათს 15:00 საათზე TKT.GE-ზე დაიწყო.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, საქართველო - ინგლისის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.

ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა.

საქართველოსა და ინგლისის 21 ნაკრებთა დაპირისპირება 16 ნოემბერს 18:00 ბათუმში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი