კორონავირუსმა 1 დღეში 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 5 ათასამდე ახალი ინფიცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მათ შორის აცრილი არავინაა.
ეპიდემიოლოგები ვირუსის მოზარდებში გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ. საქართველო კი მსოფლიო კოვიდ რუკაზე ისევ ხუთეულშია, როგორც მილიონ მოსახლეზე ვირუსის გავრცელების, ასევე გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების მონაცემებით. ბოლო 24 საათში მხოლოდ 6 ათას 350 ადამიანი აიცრა, მათგან 638 აჭარაში. რეგიონის კლინიკებში 600-ზე მეტი პაციენტია. გუშინ აჭარაში ვირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა.