აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებს, - ამის შესახებ რეგიონის გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დეპარტამენტი საზოგადოებას მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას აცნობს, ასევე, მძღოლებს მოუწოდებს გამართული ავტო-სატრანსპორტო საშუალებებით და ზამთრის სეზონის საბურავებით, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტო ტრანსპორტით გადაადგილდნენ.
"აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებს.
მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის და გრძელდება თოვლის საფარისგან შიდა სასოფლო გზების წმენდის სამუშაოები.
ქედის მუნიციპალიტეტში, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ისე შიდა საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, სამუშაოები გრძელდება სოფ. ნამონასტრევის და წონიარისის მიმართულებით.
ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეუფერხებელია.
მძღოლებს მოვუწოდებთ გადაადგილდნენ გამართული ა/სატრანსპორტო საშუალებებით და ზამთრის სეზონის საბურავებით, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტო ტრანსპორტით", - ნათქვამია განცხადებაში.