შსს-მ ორი ადამიანი დააკავა

22 თებერვალი 2025, 12:00 93 ნახვა

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის  მუხლით დააკავეს   ორი პირი, რომლებიც გუშინ საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, შსს-ს ინფორმაციით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,1992 და 1989 წელს დაბადებული  პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს.
საუბარია  შემთხვევაზე, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი დაუპირისპირდა.აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბასრი საგნითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში