უხვი ნალექი ხელვაჩაურში

22 თებერვალი 2025, 12:11 151 ნახვა

თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მასში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სხვადასხვა უწყების სპეც ტექნიკა, დაახლოებით 20 ერთეული, იწმინდება როგორც ცენტრალური მიმართულებები, ასევე შიდა საუბნო გზები. დიდთოვლობამ  ელ. გადამცემი ხაზები დააზიანა,   ამ დროისათვის ელ. ენერგია არ მიეწოდება 1500-მდე ოჯახს, ასევე, ორთაბათუმისა და მახინჯაურის სოფლების ნაწილს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში