ქობულეთში, კვლავ, გრძელდება სოფლების ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა.
ამ დროისთვის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული 15 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების წმენდის პროცესში, რომელსაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 3 ერთეული მძიმე ტექნიკაც დაემატება.
ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, შუადღემდე სოფლების ცენტრებამდე მისასვლელი ყველა გზა გაიწმინდება. მისივე თქმით დიდთოვლობის გამო, წაქცეულმა ხეებმა გზები ჩახერგა, მობილური ჯგუფები კი, ტერიტორიაზე უკვე მუშაობენ.
ამ დროისთვის, ელექტროენერგია 10 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც აღდგენითი სამუშაოები დილიდანაა დაწყებული.
რაც შეეხება გაზმომარაგებას - გაზი ავარიული დაზიანების გამო, არ მიეწოდება სოფელ ქვედა აჭყვას, საჩინოს 350 და სოფელ ჩაისუბნის 80 აბონენტს, - აცხდებენ ქობულეთის მერიის პრეს-სამსახურში.
ამ დროისთვის, ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს.