სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ამ გადაწყვეტილებით დასტურდება პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები - რატი ბრეგაძე

11 ნოემბერი 2021, 13:26 838 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოსგან წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ევროპულ სასამართლოს კონკრეტული მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გადაყვანა #18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში.

რატი ბრეგაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. აღნიშნული განცხადებები იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომ ის მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას.

"სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ინტერესის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები.

აქედან გამომდინარე ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული 24 ნოემბრისთვის სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი