საქართველოს ნაკრების ღია ავტობუსი თავისუფლების მოედანზე მივიდა, სადაც ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს.
ნაკრებმა მსვლელობა ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო. ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებოდნენ, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიდნენ.
ეროვნულმა ნაკრებმა, გულშემატკივრებთან და ანსამბლ "მართვესთან" ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.