ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, რადგან ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს - პრემიერი

02 ივლისი 2024, 22:42 334 ნახვა

ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, რადგან ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქეს ამ თვეების განმავლობაში.

„ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და მერე იყო ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, მთელ ჩვენს ნაკრებს. გასული კვირის ემოციები არავითარ შემთხვევაში არ განელებულა. თან მოლოდინი კიდევ არსებობს, რადგან სექტემბერში ერთა ლიგა იწყება, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც უნდა ავიხდინოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი