განათლების მინისტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ.
„უმაღლეს განათლებაზე ინტერესი არის ძალიან მაღალი საქართველოში და წელსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობა - 47 ათასი აბიტურიენტი გვყავს. თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი და მთლიანად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულად მზად არის, რომ უხარვეზოდ ჩატარდეს ამ ნაკადშიც კი ეროვნული გამოცდები“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.