ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ

02 ივლისი 2024, 22:17 290 ნახვა

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, ეს ფეხბურთელები არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე.

„საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი