ერევანმა უნდა გამოიყენოს ისტორიული შანსი და მშვიდობის შესახებ ანკარასა და ბაქოში გაჟღერებულ მოწოდებებს უპასუხოს. ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტისას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონალურ განვითარებაში საუკეთესო წვლილი თავად რეგიონის ქვეყნების მჭიდრო ურთიერთმოქმედება იქნებოდა - ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს საერთო ისტორია აქვთ და მათი ძმობა ურღვევი და მარადიულია.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა ყოველთვის მზადაა, მოახდინოს თავისი შესაძლებლობების მობილიზება აზერბაიჯანის პრობლემების გადასაჭრელად.