ინდოეთში ზიკას ვირუსის ეპიდემიაა

09 ნოემბერი 2021, 14:02 1163 ნახვა

ინდოეთის  უტარ პრადეშის შტატში ზიკას ვირუსის ეპიდემიაა - ამის  შესახებ ქალაქ კანპურის მთავარი სანიტარული ექიმი აცხადებს.   

ზიკას ვირუსით  89 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა  შორის 17 ბავშვია.  

ზიკას ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება. მას ცხელება, გამონაყარი,  სახსრებში ტკივილი და კონიუნქტივიტი ახასიათებს.

დაავადება  ხშირ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს და  რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება.

ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსული ქალებისთვის წარმოადგენს. მედიკოსების ვარაუდით,  ზიკა მიკროცეფალიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში