უკრაინის რადაში პრეზიდენტის გამოსვლის ჩაშლა სცადეს

04 ნოემბერი 2021, 14:03 1177 ნახვა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“ დეპუტატებმა უმაღლეს რადაში ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გამოსვლის ჩაშლა სცადეს. 

უკრაინის ლიდერის მიერ  კანონმდებლების წინაშე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარდგენისას, პარლამენტართა ნაწილმა პლაკატები გამოფინა   წარწერებით - დააბრუნე 40 მილიონი დოლარი,რომლებიც კოლომოისკისთან ერთად მოიპარე. მიეცი უკრაინას ჟანგბადი.

თავის მხრივ, პრეზიდენტის  პარტიის „ხალხის მსახურის“  დეპუტატებმა რადას სპიკერს მოუწოდეს სხდომის რეგლამენტის დარღვევისთვის პოროშენკოს მხარდამჭერებს პასუხისმგებლობა დააკისროს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში