ქრონიკული დაავადებებეის მქონე პაციენტებისთვის უფასო მედიკამენტების სია გაიზარდა

03 ნოემბერი 2021, 11:01 1389 ნახვა

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა.  ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

აცხადებენ, რომ უფასოდ მისაღებ  გარკვეულ მედიკამენტზე დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც საჭირო გახდა ალტერნატიული მედიკამენტების დამატება. 

სიას დაემატა  ეპილეფსიის ჯგუფისთვის სხვადასხვა დოზის მედიკამენტი „ეპიქსი“. ასევე ფილტვის ქრონიკული დაავადებებისთვის ორი სხვადასხვა დოზის მედიკამენტი.

აღინიშნა, რომ  მიმდინარეობს მუშაობა გადაიხედოს წამლებზე დაწესებული წლიური ლიმიტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი